ფეხბურთი

18:40 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ საბატინი: "კვარაცხელიას ტრანსფერი ჩემში შურს იწვევს, არ ველოდი, რომ ასე დაიწყებდა"

„პალერმოსა“ და „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, მისი ტრანსფერი ნამდვილი აღმოჩენაა, რის გამოც „ნაპოლის“ მენეჯმენტის შურს.

„ნაპოლისგან“ სეზონის ასეთ სტარტს ველოდი, თავიდანვე ვფიქრობდი, რომ არაჩვეულებრივი სინქრონების მქონე გუნდი იყო. როცა გარკვეული დინამიკა ასე სწრაფად ჩანს, მაშინ ფიქრობ დიდებულ სეზონზე.

კვარაცხელიასგან ასეთ მაგარ სტარტს არ ველოდი და ჩემში მისი ტრანსფერი რაღაც შურს იწვევს, იმიტომ, რომ ეს ნამდვილი აღმოჩენაა. ის „ლოკომოტივია“, როცა მოძრაობს, შეუჩერებელი ხდება. თუმცა, სიძლიერის გარდა, მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს“, - თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ნაწილში ხვიჩა კვარაცხელიამ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.10785