მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის D ჯგუფს დანიისა და ტუნისის ნაკრებები გახსნიან. აღნიშნული დაპირისპირება სათამაშო დღის მეორე მატჩი იქნება არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ, თუმცა ეს გუნდები მათსავე მოწინააღმდეგეებზე, საფრანგეთსა და ავსტრალიაზე ადრე ითამაშებენ.
1.5 წლის წინ შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიის მომწრენი გავმხდარიყავით. დანიის ნაკრების ლიდერს, კრისტიან ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში გული გაუჩერდა და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მთელი საფეხბურთო სამყარო მხოლოდ და მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ფიქრობდა. გავიდა 1.5 წელი და ერიქსენი კიდევ უფრო დიდ ტურნირზე ბრუნდება, თანაც ბრუნდება ამბიციებით. ავსტრალიის და ტუნისის დიდი პატივისცემის მიუხედავად, D ჯგუფი ერთი შეხედვით ისე მოსჩანს, თითქოს ორი ფავორიტი გამოკვეთილიაო - საფრანგეთი და დანია.
დანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1986 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი მუნდიალზე მონაწილეობა კიდევ ოთხჯერ მიიღო. სკანდინავიელებმა საუკეთესო შედეგი 1998 წელს დააფიქსირეს, როდესაც 1/4 ფინალამდე მისვლაც შეძლეს, სადაც მათ წინ ბრაზილია გადაეღობათ. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზეც არ გამოიყურებოდა გუნდი ცუდად, თუმცა 1/8 ფინალში ხორვატების წინააღმდეგობა ვერ დაძლია. წლევანდელ მუნდიალზე დანიას ძალიან დაბალანსებული და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მათი ამბიციებიც როგორც მინიმუმ საუკეთესო შედეგი გამეორება იქნება.
ტუნისის ნაკრები მსოფლიო თასზე მეხუთედ ითამაშებს, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად წელსაც დიდი ბროლა მოუწევს და დიდი შანსია იმის, რომ ეს ბარიერი ჯალელ კადრის გუნდმა კვლავ ვერ დაძლიოს. ტუნისის ნაკრებში არ მოსჩანს ისეთი ვარსკვლავები, ვინც მსოფლიო თასზე გუნდის წარმატებას განაპირობებენ. გუნდის ლიდერი კვლავ ვაჰბი ხაზრია, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი უკან მოიტოვა, ევროპის ტოპ ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელების წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი საკმარისი რთულად თუ იქნება.
სტატისტიკა
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ერთადერთხელ უთამაშიათ - 2002 წლის 26 მაისს და ის მატჩი დანიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
დანიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი თითქმის მაქსიმალური ქულებით გაიარა - 9 მოგება და 1 წაგება. მსოფლიო ჩემპიონატზე დანიას აფრიკული გუნდების წინააღმდეგ 4 მატჩი აქვს გამართული და ოთხივე მათგანში მათ 16 წუთზე ნაკლებში მოარხეს მეტოქის კარის აღება.
ეს მუნდიალი ტუნისისთვის მეექვსე იქნება, თუმცა, როგორც ავღნიშნეთ მათ ჯგუფიდან არცერთხელ არ გაუღწევიათ. მეტიც, ტუნისის ნაკრებს სულ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა ისინი 1978 წელს პირველი აფრიკული გახდნენ, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ალ რაიანი, ,,ედუქეიშენ სითი სთეიდიუმი"
22 ნოემბერი, 17:00 საათი
დანია (4-3-3): შმეიხელი, ვასი, კიაერი, კრისტენსენი, მაელე, ჰოიბიერგი, დილეინი, ერიქსენი, დამსგორი, დოლბერგი, სკოვ ოლსენი.
ტუნისი (4-3-3): დამენი, დრაგერი, ტალბი, ბრონი, აბდი, ლაიდუნი, სხირი, ჩაალალი, სლიმანე, მსაკნი, ხაზრი.