კალათბურთი

14:43 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს

სლოვენიის ნაკრებისა და ,,დალას მავერიქსის" ლიდერმა ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ 2023 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს.



,,გერმანიასთან მატჩის დასრულების შემდეგ ლუკამ დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. თუ ლუკა ჯანმრთელი იქნება, მაშინ ჩვენ არაფრის გვეშინია. მისი მიდგომა გასაოცარია. დილის 6 საათი იყო დალასში, როდესაც ჩვენ ისრაელს ვეთამაშებოდით. ის ადგა და მაინც უყურა ჩვენს თამაშს, რაც მარტივი სულაც არ არის" - განაცხადა სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მატეი ერიავეცმა.

ლუკა დონჩიჩმა ,,ევრობასკეტ 2022"-ზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გუნდს ულიდერა, თუმცა 1/4 ფინალში მოულოდნელი მარცხი განიცადა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი აზიის 3 ქვეყანაში, ინდონეზიაში, იაპონიაში და ფილიპინებში გაიმართება.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120168