ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ,,ვისკონ ჰერდის" შემადგენლობაში კვლავ NBA-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და ,,აიოვა ვულვზის" წინააღმდეგ მატჩში ორმაგი დუბლის შესრულებამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სანდრომ პარკეტზე გატარებულ 25 წუთში თავი 12 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ქართველმა 7-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. გარდა ამ მაჩვენებლებისა, სანდროს 1 ჩაჭრა და 1 პერსონალური ჯარიმაც ჰქონდა.
მატჩი მამუკელაშვილის ,,ვისკონსინ ჰერდმა" 102:119 დათმო და ცენტრალურ დივიზიონში 4 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 ნოემბერს, ,,სიუქს ფოლზის" წინააღმდეგ გამართავს