ფეხბურთი

2:24 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირანელი ფეხბურთელი: "იმედია, ჩვენს ქვეყანაში პირობები ხალხის მოლოდინისამებრ შეიცვლება"

ირანის ნაკრების კაპიტანმა ეჰსან ჰაისაფიმ ირანში რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

32 წლის ფეხბურთელმა ეს მესიჯი ინგლისის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააჟღერა:

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ქვეყანაში კარგი პირობები არ არის, ხალხი ბედნიერი არაა. ჩვენ აქ ვართ და ხალხის ხმა უნდა ვიყოთ. უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, გავიტანოთ გოლები და ირანელი ხალხი საუკეთესო შედეგებით წარმოვადგინოთ. იმედი მაქვს, რომ პირობები ხალხის მოლოდინების შესაბამისად შეიცვლება“, - თქვა ჰაისაფიმ.

შეგახსენებთ, ინგლისისა და ირანის ნაკრებთა მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.108477