ჩოგბურთი

1:31 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ATP-ს ფინალი მეექვსედ მოიგო

ტურინში ATP-ს ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 7-5, 6-3 დაამარცხა ნორვეგიელი კასპერ რუუდი და მეექვსედ გახდა სეზონის დამამთავრებელი ტურნირის ჩემპიონი, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სერბმა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო თანხა - 4 740 300 დოლარი მიიღო.

„მთელი შეხვედრის განმავლობაში, ყურადღებით ვიავი, ყოველი ქულისთვის ვიბრძოდი. ის ფაქტი, რომ ამ გამარჯვებისთვის შვიდი წელი ვიცდიდი, ამ მიღწევას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვინც გამარჯვება ამ შეხვედრაში მოწოდებული მეცხრე ეისით მოიპოვა. და ტურნირის ჩემპიონი 2015 წლის შემდეგ პირველად გახდა.

23 წლის რუუდმა თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან დიდი სლემის 21 ტიტულის მფლობელ მეტოქეს თავიდან მედგარი წინააღმდეგობა გაუწა, მაგრამ პირველი სეტის მიწურულს, ორი შეცდომა დაუშვა და სეტიც დათმო. აქედან მოყოლებული, სერბი კორტზე გაბატონდა და მეოთხე გეიმში ბრეიკს მიაღწია.

რუუდმა ამ ჩამორჩენის გასაქვითად, ყველაფერი იღონა, რაც შეეძლო, მაგრამ ჯოკოვიჩი მეტისმეტად კარგად თამაშობდა იმისთვის, რომ ეს უპირატესობა დაეთმო. ბოლოსწინა გათამაშება მარათონული გამოდგა. მეტოქეებმა 36 დარტყმა შეასრულეს. საბოლოოდ, სერბი ისევ უფრო ზუსტი იყო. 35 წლის ასაკში, ის ამ ტურნირის ყველაზე ხნიერი ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109594