ავტოსპორტი

22:36 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ფერსტაპენმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა წლევანდელი სეზონი გამარჯვებით დაასრულა. აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში მას ბადალი არ ჰყავდა. ჰოლანდიელმა ფინიში პირველმა გადალახა და სეზონში მე-15 გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა, ვინც ვიცე ჩემპიონის წოდებას დასჯერდა. მესამე კი სერხიო პერესი იყო, რომელმაც ჩემპიონატიც მესამე ადგილზე დაასრულა.

ლეკლერმა პერესთან უპირატესობას ერთი პიტსტოპის წყალობით მიაღწია. ბოლოს პერესი მას წამნახევრის სიშორეზე მიუახლოვდა, მაგრამ შეტევის წამოწყებაც კი ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ რბოლის წინ, მათ თანაბარი ქულები ქულები ჰქონდათ. თუმცა ლეკლერს უპირატესობა იმის ხარჯზე ჰქონდა, რომ სამი მოგება აქვს პერესის ორის წინააღმდეგ.

„აქ კიდევ ერთხელ (ზედიზედ მეორედ), სეზონში მე-15 გამარჯვება დაუჯერებელია“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც შარშანდელ სეზონში ტიტული სწორედ აბუ დაბიში მოპოვებული გამარჯვების (თუნდაც საორჭოფო ვითარებაში) მიაღწია.

მეოთხე და მეხუთე ადგილები კარლოს საინსმა და ჯორჯ რასელმა მოიპოვეს. საინსს რბოლის დასაწყისში, პაექრობა ჰქონდა ლუის ჰამილტონთან, მაგრამ მისი ჩამოტოვება შეძლო. ბრიტანელმა ფინიშსაც ვერ მიაღწია, რადგან მის მანქანაზე ჰიდრავლიკა დაზიანდა. ეს მის კარიერაში პირველი სეზონია, რომელიც მოგების (და პოულის) გარეშე დაასრულა. რასელი პიტ სტოპიდან ხიფათიანი გამოსვლის გამო, ხუთი წამით დააჯარიმეს. თუმცა ესეც რომ არა, მაინც საინსის უკან იქნებოდა.

ლეკლერის მეორე და საინსის მეოთხე ადგილების წყალობით, „ფერარიმ“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და უკან მოიტოვა მანამდე დაუმარცხებელი „მერსედესი“.

ფორმულა 1-ში თავისი ბოლო რბოლა მეათე ადგილით დაასრულა სებასტიან ფეტელმა. მან სტარტი მეცხრე პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ პირველ პიტ სტოპზე გაჩერება გაუჭიანურდა და დანაკარგის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 306.183 კმ (5.281 კმ, 58 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:27'45.914
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 8.771
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 10.093
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 24.892
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 35.888
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 56.234
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 57.240
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'16.931
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'23.268
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'23.898
  11. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'29.371
  12. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  13. ალექსანდრ ალბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1 წრე
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  18. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 3 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3 წრე
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 31 წრე

უსწრაფესი წრე: ლანდო ნორისი - 1:28.391 (44-ე წრე, 215.085 კმ/სთ)

მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 454 ქულა (ჩემპიონი); 2. შარლ ლეკლერი - 308; 3. სერხიო პერესი - 305; 4. ჯორჯ რასელი - 275; 5. კარლოს საინსი - 246; 6. ლუის ჰამილტონი - 240; 7. ლანდო ნორისი - 122; 8. ესტრებან ოკონი - 92; 9. ფერნანდო ალონსო - 81; 10. ვალტერი ბოტასი - 49; 11-12. დანიელ რიკარდო და სებასტიან ფეტელი - 37; 13. კევინ მაგნუსენი - 25; 14. პიერ გასლი - 23; 15. ლანს სტროლი - 18; 16-17. მიკ შუმახერი და იუკი ცუნოდა - 12; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექსანდერ ალბონი - 4; 20. ნიკოლას ლატიფი და ნიკ დე ფრისი - 2; 22. ნიკო ჰულკენბერგი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 759 ქულა (ჩემპიონი); 2. ფერარი - 554; 3. მერსედესი - 515; 4. ალპინ-რენო - 173; 5. მაკლარენ-მერსედესი - 159; 6-7. ალფა რომეო-ფერარი და ასტონ მარტინ-მერსედესი - 55; 8. ჰაას-ფერარი - 37; 9. ალფატაური-რედ ბული - 35; 10. უილიამს-მერსედესი - 8.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113054