ფეხბურთი

21:16 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას შემცვლელს არ გამოიძახებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ ტრავმირებული კარიმ ბენზემას ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე არავის გამოიძახებს.

„კარიმს კუნთების ტკივილი აწუხებდა და მისი გამოჯანმრთელების დრო ძალიან დიდია. შევცვლით თუ არა? არა“, - ციტირებს Telefoot-ი დეშამის სიტყვებს.

ამრიგად, საფრანგეთის ნაკრების განაცხადი მსოფლიოს ჩემპიონატზე 25 ფეხბურთელებისგან იქნება დაკომპლექტებული. მანამდე დეშამმა ტრავმირებული კრისტოფერ ნკუნკუ „აინტრახტის“ ფეხბურთელ, კოლო მუანით შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118109