ფეხბურთი

14:16 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "არასდროს ვნებდები, მაგრამ ამჯერად გუნდზე უნდა ვიფიქრო"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ ტრავმის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის გუნდზე ფიქრობს, ამიტომ კატარში გუნდთან ერთად არ იქნება, რადგან თამაშის გარეშე გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

„ცხოვრებაში არასდროს ვნებდები, მაგრამ ამჯერად გუნდზე უნდა ვიფიქრო, როგორც ყოველთვის. ასე რომ, ჩემს ადგილს ვთმობ, რომ გუნდს ისეთი ფეხბურთელი შეუერთდეს, ვინც გუნდის დახმარებას შეძლებს. მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, დიდიე დეშამს ჯერჯერობით მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123886