ფეხბურთი

3:01 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად დადასტურდა: ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

საფრანგეთის ნაკრებს კარიმ ბენზემა გამოაკლდა! ტრავმა სერიოზულია და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ოქროს ბურთი“ მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და ბენზემა საფრანგეთის ნაკრების 26-კაციან განაცხადში მუნდიალზე არ იქნება. ამრიგად, დიდიე დეშამს მისი შეცვლა მოუწევს.

„ძალიან ვწუხვარ კარიმის გამო, რომლისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატი მთავარი მიზანი იყო. მიუხედავად ახალი უიღბლობისა, სრული ნდობა მაქვს ჩემი გუნდის მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ უზარმაზარ გამოწვევას, რომელიც გველოდება“, - თქვა „მამლების“ თავკაცმა დიდიე დეშამმა.

ბენზემა ბოლო პერიოდში ტრავმირებული და იყო გუნდთან ერთად ვარჯიში პირველად გუშინ სცადა, მაგრამ მალევე საწვრთნელი სესია დატოვა, რადგან ბარძაყის პრობლემამ შეაწუხა. სამედიცინო გამოკვლევამ ყველაზე ცუდი მოლოდინი გაამართლა - მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში გამოირიცხა.

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალზე ბენზემამდე ასევე ტრავმების გამო სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც დააკლდა - პოლ პოგბა, ნგოლო კანტე, მაიკ მენიო, პრისნელ კიმპემბე და კრისტოფერ ნკუნკუ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11671