შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ქართველმა ცენტრმა ,,ვალენსიას" წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24:40 წუთი გაატარა. ამ დროში შერმადინმა თავი 19 ქულას, 8 მოხსნას და 3 ასისტს მოუყარა. გიორგიმ 13-დან 7 ორქულიანი გამოიყენა და 5-დან 5 საჯარიმოც ზუსტად ჩააგდო. ამ მაჩვენებელთან ერთად, შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +20-ს შეადგენდა.
მატჩი ,,ლენოვო ტენერიფემ" 94:78 მოიგო და ესპანეთის ჩემპიონატს 8-დან 7 მოგებით ლიდერობს. მდევარი ,,ბარსელონა" თავის მატჩს ,,ბადალონას" წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებს და კატალონიელებს სოლიდური უპირატესობით დასჭირდებათ მოგება, რათა ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადაინაცვლონ.
გიორგი შერმადინი და მისი ,,ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, ,,ბრეოგანის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.