ფეხბურთი

23:18 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: „ვფიქრობ, მუნდიალზე პორტუგალია სიურპრიზს შემოგვთავაზებს“

საქართველოს ნაკრების ყოფილმა, ამჟამად კი ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

„ყატარის მუნდიალზე არავის ვუქომაგებ. უბრალოდ, კარგ ფეხბურთს ვუცქერ. თუ ფავორიტებზე ვისაუბრებთ, ალბათ ეს ის ნაკრებებია, რომლებშიც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ: ბრაზილია, არგენტინა, გერმანია და საფრანგეთი. მაგრამ, მგონია, რომ პორტუგალია სიურპრიზს შემოგვთავაზებს. მათ ფინალშიც ვხედავ.“ - ციტირებს ვაისის სიტყვებს www.championat.com.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი კვირას, 20 ნოემბერს გაიხსნება ყატარისა ეკვადორის მატჩით. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115196