ავტოსპორტი

19:22 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენი აბუ დაბის გრან-პრის კვალიფიკაციის გამარჯვებულია

ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის ბოლო კვალიფიკაციის გამარჯვებული ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი გახდა და ის ხვალ რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს.



,,რედ ბულის" ნიდერლანდელმა პილოტმა, რომელსაც ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს, იას მარინას ტრეკზე ყველაზე სწრაფი წრე დაარტყა და პოულ პოზიცია მოიპოვა. მეორე ადგილიც მისმა თანაგუნდელმა, სერხიო პერესმა დაიკავა.

ხვალინდელ რბოლას მესამე და მეოთხე პოზიციიდან ,,ფერარის" პილოტები - შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი დაიწყებენ. მესამე რიგს შეავსებენ გასული გრან-პრის პრიზიორები ,,მერსედესიდან" - ლუის ჰემილტონი და ჯორჯ რასელი. მეშვიდე, რბოლას, კიდევ ერთი ბრიტანელი, ლანდო ნორისი დაიწყებს, მის გვერდით კი გრიდზე ,,ალპინის" ესტებან ოკონი იქნება. სებასტიან ფეტელი, რომელიც ფორმულა 1-ში თავის ბოლო რბოლას ჩაატარებს მე-9, ასევე ,,სამეფო რბოლებიდან" წამსვლელი რიკიარდო კი მე-10 პოზიციაზე იქნება.

2022 სეზონის ბოლო გრან-პრი ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112261