საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ეშელონის წარმომადგენელი უელსის ნაკრები მისსავე მოედანზე, კარდიფში დაამარცხა!
"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტები სერიები დიდებულად დაასრულეს და უელსის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია, 13:12 მოუგეს.
იტალიის ნაკრების შემდეგ უელსის ჯერიც დადგა და საქართველომ მიმდინარე წელს ტიერ 1-ის მეორე წარმომადგენელი დაამარცხა.
შეხვედრა მთელი დროის განმავლობაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.
სტუმრები პირველივე წუთზე თედო აბჟანდაძის ჯარიმით დაწინაურდნენ. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც უელსელებმა მოიგეს, რადგან 2 ლელო დადეს, საიდანაც ერთი გარდასახეს და ტაიმი 12:3 დასრულდა.
მეორე ნახევარი კი „ბორჯღალოსნებმა“ პრაქტიკულად იდეალურად ჩაატარეს, რადგან მეტოქეს ერთი ქულის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს!
ალექსანდრე თოდუამ ლელო მიითვალა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, ხოლო 77-ე წუთზე ლუკა მატკავამ საკმაოდ რთული ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ლევან მაისაშვილის გუნდი დაწინაურდა - 13:12. თამაშის ბოლომდე ორ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს, რის შედეგადაც, მართლაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.
მოგეხსენებათ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.
სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!
უელსი - საქართველო 12:13 (12:3)
ქულები: 0:3 აბჟანდაძე (1), 5:3 მორგანი (19), 7:3 პრისტლანდი (20), 12:3 მორგანი (23), 12:8 თოდუა (59), 12:10 აბჟანდაძე (60), 12:13 მატკავა (77)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხშირად შევხვედრივარ კრიტიკას რომ მაისაშვილი არის შესაცვლელი უცხოელით, არაერთი უცხოელი მწვრთნელი გვყავდა მაგრამ ერთი თამაშიც ვერ მოვიგეთ ტიერ 1-ის ქვეყნებთან და მათიაშვილმა ერთ წელში 2 თამაში მოიგო, ფაქტი ესაა.
ისე რაა ღვთის ნება ისტორია ქართველმა მწვრთნელმა რომ დაწერა ტერ 1 ის გუნდებთან ისტორიული გამარჯვება შინ იტალიასთან და ეხლა გასვლა უელსთან. ვინ იცის იქნებ ეს გახდე 6-ერის გადახედვის მიზეზიც. ხუმრობა საქმე ხომ არაა ერთ წელში მოუგო 6-ერის ორ გუნდს მზარდ იტალიას და ყოველთვის ანგარიშ გასაწევ უელს თან რა თამაში 12-3 მერე.
აი ის დღეც ბატონებო, აი ის დიდებული დღეც !!!
არადა ზუსტად 15 წლის წინ უნდა მომხდარიყო ეს. 2007-ში, საფრანგეთის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან...
უფრო ძალუმი და ეფექტური მოვლენა იქნებოდა და ვინ იცის მერე და მერე როგორ დარასკლადდებოდა ყველაფერი.
15 წლის დაგვიანებით გილოცავთ.
სამოასთან, იმ ჯვარის გაკეთების შემდეგ, ვიცოდი რომ რაღაც გასახარი მოხდებოდა
არადა, მძიმე პირველი ტაიმის მერე, ვინ იფიქრებდა ასეთ რამეს.. )
ნინიაშვილს მედალი ჩამოკიდეთ - შეიძლება ითქვას, რომ ეგ კაცია დღეს ქართული რაგბის სახეც, თავიც და მთავარი შემოქმედიც.. გორგოძეზე მეტი ეფექტიც კი აქვს, ჩემი აზრით..
ამ დღეს ბავშვობიდან ველოდი, მადლობა ღმერთს როგორც იქნა პირველ ეშელონთან მოვიგეთ, ეს ერთი და სხვა მრავალი!!! საღოლ ბიჭებიიი!!!
ყოჩაღ ბიჭებს ხო შეგძლებიათ ჯიგრიანი თამაში. სამოასთან თუ ძალები დაზოგეთ ისტორიის დასაწერად გეპატიებათ. მადლობა ბიჭებს მადლობა სამწვრთნელო შტაბს და თითეულ იმ პერსონას ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ გამარჯვებაში. წინ საქართველო