ფეხბურთი

16:12 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი შეუერთდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, უკრაინასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას ეროვნული გუნდის 3 ფეხბურთელით განაგრძობს.

გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს შეუერთდნენ და დღეიდან საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კალენდარულ სეზონს, რამაზ სვანაძის გუნდი ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, 18:00 საათზე, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

0.116696