ფეხბურთი

15:14 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "პსჟ უმადური კლუბია"

მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ პსჟ უმადური კლუბია, სადაც მწვრთნელის შრომის არავინ აფასებს. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისთვის მსგავს გუნდში მუშაობა ძალიან რთული იყო.

„ასეთი გუნდის აშენება მრავალი უცნობი პარამეტრიდან გამომდინარე ძალიან რთული ამოცანა იყო. მსგავს სიტუაციაში პირველად პარიზში აღმოვჩნდი, ამიტომ სიტუაციის გააზრებას დრო დასჭირდება. გუნდში თავიანთი ნაკრებების 9-10 კაპიტანი მყავდა. ისინი უმადურები არიან, რადგან მწვრთნელის შრომას არავინ აფასებს. თუ მოიგებ, ეს მოთამაშეების დამსახურებაა, თუ წააგებ - მწვრთნელის ბრალია“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ს 2021 წლის ზამთრიდან 2022 წლის ზაფხულამდე ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109797