ჩოგბურთი

2:07 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ATP-ს ფინალში მედვედევი დაამარცხა და ჯერაც წაუგებელია

ნოვაკ ჯოკოვიჩს ATP-ს ფინალის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ისედაც განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო შეხვედრაში დანიილ მედვედევი დაძაბულ ბრძოლაში, 6-3, 6-7 (5), 7-6 (2) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება.

35 წლის ჯოკოვიჩს მეორე სეტში დაღლა დაეტყო და მან ის ტაიბრეიკზე დათმო. მას დაღლა მესამეშიც გადაჰყვა. მეათე გეიმში, როდესაც 5-4 იგებდა, მედვედევი მატჩზე აწოდებდა. მაგრამ სერბმა ბოლო ძალა მოიკრიბა და სეტი ისევ ტაიბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი იოლად გატეხა მეტოქე.

„მე და დანიილს ადრე არაერთი დაძაბული პაექრობა გვქონია. ეს ამ სეზონში მისთვის ბოლო შეხვედრა იყო და ვიცოდი, რომ ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობდა. ძალიან კარგად დავიწყე და მეორე სეტის დასაწყისშიც შანსები მქონდა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ის კარგად თამაშობდა. მესამე სეტში დაღლა ვიგრძენი. ძალიან გამიჭირდა. მიხარია, რომ როგორღაც მოვახერხე ძალის მოკრება და თამაშის შემობრუნება“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვისაც მოსაგებად 3 საათი და 11 წუთი დასჭრიდა.

მედვედევმა, ვინც ATP-ს ფინალს ჩემპიონი 2020 წელს გახდა და შარშან ფინლში გავიდა, ამჯერად ის მოუგებლად დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123923