ფეხბურთი

1:40 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩს იტალიელი იმსაჯებს

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩს, კატარისა და ეკვადორის ნაკრებთა შორის იტალიელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს.

მთავარი არბიტრი დანიელე ორსატო იქნება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის შეხვედრაში იტალიელი მსაჯი პირველად იმსაჯებს.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მუნდიალის ფინალში სამ იტალიელს აქვს ნამუშევარი - სერჯო გონელას (1978 წელს), პიერლუიჯი კოლინას (2002) და ნიკოლა რიცოლის (2014).

შეგახსენებთ, კატარისა და ეკვადორის მატჩი 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.114971