საფრანგეთის ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი კარიმ ბენზემას გარეშე ჩაატაროს.
ფრანგ ვარსკვლავს ბარძაყის დაზიანება ისევ აწუხებს და დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, რის გამოც 22 ნოემბერს, ავსტრალიასთან მისი მოედანზე გასვლა საეჭვოა. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
შეგახსენებთ, კარიმ ბენზემამ ტრავმის გამო მადრიდის „რეალის“ ბოლო 4 თამაში გამოტოვა.