კატარში სტადიონებზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შესაბამისად, გულშემატკივრებს სტადიონზე ალკოჰოლის შეძენის შესაძლებლობა არ ექნებათ. აღსანიშნავია, რომ კატარის ამ გადაწყვეტილებას მხარი ფიფამაც დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კატარის მთავრობამ გულშემატკივრები დაიქირავა სტადიონების შესავსებად, რადგან მუნდიალის მატჩებზე ბილეთების რაოდენობა დიდი რაოდენობით გაყიდული ჯერაც არ არის და სტადიონები რომ შეივსოს, კატარელები გულშემატკივრებს ფულს გადაუხდიან, საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფენ.