Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს შესახებ წერს, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მათ შენარჩუნებაზე უკვე მუშაობს.
გამოცემა იხსენებს, რომ ოთხი თვის წინ ორივე ფეხბურთელის ტრანსფერით „ნაპოლის“ ფანები უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ მოკლე დროში ყველაფერი შეიცვალა.
„სულ რაღაც ოთხი თვის წინ კვარაცხელია მხოლოდ კოდური სიტყვა იყო, რომლის გამოთქმა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს უჭირდათ, თუმცა დღეს სტადიონზე მის სახელს ყველა უპრობლემოდ წარმოთქვამს. კიმის ტრანსფერსაც ბევრი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ დღეს სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობს, ორი ძვირფასი სამკაულის შესანარჩუნებლად“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში „ნაპოლის“ მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.