კალათბურთი

15:14 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ბერლინში

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ბერლინში, სადაც ნბა-ს “გლობალური ტურის” ეგიდით ლიგის მოქმედი ჩემპიონი "სან ანტონიო სპურსი" გერმანულ “ალბას” ესტუმრა და 93:94 დამარცხდა.

საფინალო სირენამდე 5.1 წამით ადრე ტეხასელთა ვეტერანი ტიმ დანკანი ბურთის თამაშში შეყვანისას შეცდა, მასპინძელთა ამერიკელმა ლიდერმა ჯამელ მაკლინმა კი შანსი შეირგო და გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.

საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, “სან ანტონიოს” კი ვერც ტონი პარკერის დიდებულმა თამაშმა უშველა. ფრანგმა გამთამაშებელმა, რომელსაც მატჩის წინ, გასული სეზონის საუკეთესო ევროპელი კალათბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა, 35 წუთში 28 ქულა მოაგროვა.

“სპურზს” მომდევნო ევროპული მატჩი სტამბულში 11 ოქტომბერს ელის, როდესაც მეტოქედ თურქული “ფენერბაჰჩე” ეყოლება.

ჯამელ მაკლინის გადამწყვეტი შეტევა

0.113366