სხვა

0:37 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური - კრივიდან ისე არ წავალ, ენტონი ჯოშუას არ შევხვდე

მძიმე წონაში WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური ამბობს, რომ კრივიდან არ წავა, თუ თანამემამულე ენტონი ჯოშუას ერთხელ მაინც არ შეხვდება. ფიურიმ რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ კრივიდან წავიდა, მაგრამ მალევე გადათქვა და ახლა ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან შესახვედრად ემზადება.

34 წლის ფიურიმ ჯოშუას შეხვედრა სექტემბერში შესთავაზა, მაგრამ მათი წარმომადგენლები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ, როგორც ჩემპიონმა, ფიურიმ მეტოქედ ჩისორა აირჩია, ვინც უკვე ორჯერ ჰყავს დამარცხებული. მასთან შეხვედრა ლონდონის ტოტენჰემის სტადიონზე, 3 დეკემბერს გაიმართება.

„არ მგონია, დღეს წასვლისთვის მზად ვიყო. მე ჯოშუასთან ბრძოლა მჭირდება. უკვე წლებია, რაც ჩვენ რინგზე შეხვედრას ვცდილობთ. ეს იქნება ბრძლა, რომლის ხილვაც ხალხს სურს. ესაა ბრძოლა, რომლის ხილვასაც ვისურვებდი, ფანი რომ ვიყო“, - ამბობს ფიური.

ის დასძენს, რომ კრივიდან წასვლას, არც ახალი გამოწვევების გამო გადაწყვეტს. ასეთებს შორის, მთავარი ოლეკსანდრ უსიკთან მოსალოდნელი ბრძოლაა, რომელშიც მძიმე წონის ყველა პრესტიჟული ტიტულის გაერთიანება იქნება შესაძლებელი. მას ასევე ახალი თაობის ბრიტანელ მოკრივეებთან შეხვედრა აინტერესებს.

0.112509