ფეხბურთი

23:56 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატზე სადიო მანეს თამაში გამოირიცხა

სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სადიო მანეს გარეშე ითამაშებს. ინფორმაცია ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

მანემ ტრავმა „ვერდერთან“ მატჩში 10 დღის წინ მიიღო, მაგრამ სენეგალელებმა ის მუნდიალის განაცხადში მაინც შეიყვანეს. თუმცა, მორიგმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ სადიო გამოჯანმრთელებას 2023 წლამდე ვერ მოახერხებს. ამიტომაც, მანე გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება. ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეცვლის მას მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მესამედ ითამაშებს, ჯგუფურ ეტაპზე კი მისი მეტოქეები ეკვადორი, ნიდერლანდები და კატარი იქნებიან.

0.11578