ფეხბურთი

21:30 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რივერ პლეიტის" მთავარ მწვრთნელად დემიკელისი დაინიშნა

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი მარტინ დემიკელისი „რივერ პლეიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

41 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად იმუშავებს. აქამდე მას „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდსა და მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბში უმუშავია.

მარტინ დემიკელისმა საფეხბურთო კარიერა სწორედ „რივერ პლეიტში“ დაიწყო, სადაც 2000-2003 წლებში მუშაობდა. მოგეხსენებათ, „რივერს“ ბოლო წლებში მარსელო გალიარდო ავარჯიშებდა.

0.11792