კალათბურთი

20:20 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე კარიერას კვიპროსულ ანორთოსისში გააგრძელებს

დუდა სანაძე კარიერას კვიპროსულ “ანორთოსისში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ანორთოსისმა ქართველი უკანახაზელი გუნდში ამერიკელი ანდრე ვესონის მაგივრად მოიყვანა, რომელმაც ჩემპიონატის საწყის 4 ტურში მწვრთნელთა შტაბის იმედები ვერ გაამართლა.

სანაძეს მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრების გარდა სხვაგან არ უთამაშია. ის ბოლოს სერბულ “ჩაჩაკში” თამაშობდა და გუნდს გასული სეზონის ბოლოს დაემშვიდობა. დუდამ ევრობასკეტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: ისლანდიაში 13 ქულა ჩააგდო, იტალიასთან კი 14 მოინაგრა.

დუდა ეროვნულ გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, საკლუბო დონეზე კი პრიმორსკას (სლოვენია), პისტოიას (იტალია), გიპუზკოას (ესპანეთი), როსა რადომის (პოლონეთი), ფუენლაბრადას (ესპანეთი), ოლივეირენშესა (პორტუგალია) და ალ ხორის (კატარი) რიგებშიც უთამაშია.

რაც შეეხება ანორთოსისს, ნიქოსიური გუნდი 4 ტურის შემდეგ ერთი მოგებით მე-8 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 ნოემბერს, ანორთოსისი ომონიას დაუპირისპირდება და ქართველი ახალწვეულის დებიუტს სწორედ ამ მატჩში უნდა ველოდოთ.

GBF.GE

0.117455