ფეხბურთი

16:24 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ინდივიდუალურად ემზადება და "ნაპოლის" შეკრებისთვის მზად უნდა იყოს

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კლუბის ექიმების მითითებებით და რეკომენდაციებით ემზადება. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, კვარა თბილისში ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, 28 ნოემბერს, როდესაც „ნაპოლი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას დაიწყებს, კვარა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს მოახერხებს.

ხვიჩას წელის ტრავმის გამო ბოლო სამი მატჩი გაუცდა და ვერც საქართველოს ნაკრებს შეუერთდა წლის ბოლო შეკრებაზე. „ნაპოლის“ ფეხბურთელებს ამჟამად შვებულება აქვთ, მაგრამ 28 ნოემბრიდან გუნდი ისევ შეიკრიბება და ლუჩანო სპალეტის შეგირდები მზადებას დაიწყებენ, რომლის ფარგლებში დეკემბერში, თურქეთში შეკრებასაც გაივლიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში „ნაპოლის“ მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. „აძური“ სერია A-ს უახლოეს ტურში 4 იანვარს, სტუმრად მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

0.132195