ფეხბურთი

17:34 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალე: „ოპერაცია მჭირდება, რომ სიმსივნე საბოლოოდ დავამარცხო“

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და კოტ დივუარის ნაკრების თავდამსხმელი სებასტიან ალე სიმსივნის დასამარცხებლად ბრძოლას აგრძელებს და როგორც თავად განაცხადა, ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

„როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი, ქიმიოთერაპიის შემდეგ სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილებოდა. ჩემთვის ბრძოლა არ დასრულებულა. ოპერაციის გაკეთება მომიწევს, რომ სამუდამოდ აღმოვფხვრა ეს სიმსივნე, რომელიც თამაშის საშუალებას არ მაძლევს“, - თქვა ალემ.

შეგახსენებთ, სებასტიან ალეს სიმსივნის დიაგნოზი ზაფხულში დაუსვეს და მას შემდეგ „დორტმუნდის“ ფეხბურთელი მკურნალობის პროცესს გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120686