საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩს მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლმა აღნიშნული შეხვედრისთვის, რომელიც 2022 წელს საქართველოსთვის ბოლო იქნება, ძირითადი შემადგენლობა შეარჩია:
საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი; გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აბურჯანია, წიტაიშვილი; დავითაშვილი, ვოლკოვი
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.