ფეხბურთი

0:30 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონი: "ჯოჯოხეთში დავიბადე, საიდანაც თავის დაღწევა ჩემი ერთადერთი ოცნება იყო"

ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ანტონიმ ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა.

როგორც მან აღნიშნა, მისი ოცნება არც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა და არც ჩემპიონთა ლიგის, მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ მშობლები ფაველადან წაეყვანა.

„ჯოჯოხეთში დავიბადე, ეს არაა ხუმრობა. ჩემმა ევროპელმა მეგობრებმა არ იციან, მაგრამ ფაველას (სან პაულუში, სადაც გავიზარდე), ჰქვია „ინფერინიო“ - პატარა ჯოჯოხეთი. ჩემი სახლიდან 15 მეტრის დაშორებით ყოველთვის იყვნენ ნარკოდილერები. იარაღით ადამიანების ნახვას ისე ვიყავით მიჩვეული, რომ მაშინ არც გვეშინოდა. ერთხელ ხეივანში მწოლიარე კაცს წავაწყდი, არ მოძრაობდა. როცა მივუახლოვდი, მივხვდი, რომ მკვდარი იყო. თუმცა, სხვა გზა არ მქონდა, სკოლაში უნდა წავსულიყავი, ამიტომ, თვალები დავხუჭე და მის სხეულს გადავახტი.

მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, „ოქროს ბურთი“ - ეს არაა ჩემი ოცნებები, ეს ჩემი მიზნებია. ჩემი ერთადერთი ოცნება იყო ჩემი მშობლები ფაველადან დამეხსნა. არ არსებობდა B გეგმა, ან ამას გავაკეთებდი, ან მისი მცდელობისას მოვკვდებოდი“, - თქვა ანტონიმ.

0.1159