ჩოგბურთი

22:31 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

WTA-ს ტურს ორი ახალი ტურნირი დაემატა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) 2023 წლის კალენდრის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც ინდიან ველსამდე, WTA 250-ის კატეგორიის ორი ახალი ტურნირია შეტანილი. ისინი ოსტინში (შტატი ტექსასი) და მერიდაში (მექსიკა) ჩატარდება.

ახალი სეზონი 15 მილიონ დოლარიანი ტურნირით დაიწყება, რომელსაც ავსტრალიის სამი ქალაქი უმასპინძლებს და რომელშიც ორივე სქესის 18 ქვეყნის ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.

კალენდარს უბრუნდება ჩინეთი, რომელიც პენ შუაის ინციდენტის გამო, გასულ სეზონში WTA-ს ტურიდან ამოვარდნილი იყო. შუაი ქვეყნის ყოფილ ვიცე პრემიერ ჟან გაოლის, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ამის პასუხად, მისი მამხილებელი პოსტი ინტერნეტიდან გააქრეს. მოგვიანებით, ჩოგბურთელმა ყველაფერი უარყო. ამის მიუხედავად, WTA-მ ჩინეთის ტურნირები კალენდარში აღარ დააბრუნა.

თეგებიWTA
0.11706