ფეხბურთი

20:00 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და გორში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც ასევე არის ევროპის ჩემპიონატზე გასული.

თამაში დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა 2:1 მოიგეს. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, არადა, ქართველი ფეხბურთელები მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. 28-ე წუთზე საქართველომ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც გიორგი გულიაშვილმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტუმრებმა 7-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს: ჯერ სტავ ლემკინმა თავით გადაგზავნა ბურთი ლუკა კუტალაძის კარში, ხოლო შემდეგ არად ბარიმ ახლო მანძილიდან დაარტყა ზუსტად და სხვაობა გააორმაგა. 82-ე წუთზე საქართველო მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რადგან ორი გაფრთხილების გამო გაბრიელ სიგუა გააძევეს, ხოლო ორ წუთში სტუმართა მეკარის უხეში შეცდომით ნიკა ხორხელმა ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა, რის შედეგადაც სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ქართველმა ფეხბურთელებმა მარცხისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც მომდევნო ზაფხულს საქართველოში გაიმართება და რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეები A ჯგუფში ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები იქნება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო 21 ნოემბერს კიდევ ერთ სპარინგს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო - ისრაელი 1:2 (0:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), კალანდაძე, ხვადაგიანი, გელაშვილი, აზაროვი, ნ. გაგნიძე (ლ. ხორხელი 87), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), გაგუა (ჯინჯოლავა 87), გულიაშვილი (ლომთაძე 73)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ისრაელი: ნირონი (გლიკლიხი 73), ჯაბერი (ჰალაფი 73), კოენი, განდელმანი (მელამუდი 73), ლემკინი (გოტლივი 73), ბარი (ბლორიანი 73), ნოე (ხური 73), ჰოფმაისტერი, ჰაჯაჯი (მუციე 73), შაჰარი (შალატა 73), ბიოგანიმი (მაცალი 46)

მწვრთნელი: გაი ლუზონი

გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11189