ფეხბურთი

18:11 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ ევრო 2028-ის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანეს

დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ ევრო 2028-ის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანეს და ის 14 სტადიონი დაასახელეს, სადაც ტურნირის გამართვას აპირებენ.



უემბლი, ვილა პარკი, ევერტონ სთეიდიუმი, ლონდონ სთეიდიუმი, ტოტენჰემ ჰოთსპურ სთეიდიუმი, ეტიჰადი, სენტ ჯეიმს პარკი, სთედიუმ ოფ ლაითი, ოლდ ტრაფორდი, ავივა არენა, ქროუქ პარკი, ქეისმენთ პარკ სთეიდიუმი, ჰემფდენ პარკი და ფრინსიფალითი - ეს იმ 14 სტადიონის სიაა, რომელზეც ბრიტანელები გეგმავენ, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩაატარონ.

სიის მიხედვით 9 სტადიონი ინგლისშია, 2 ირლანდიაში, თითო-თითო კი უელსში, შოტლანდიაში და ჩრდილოეთ ირლანდიაში. 2023 წელს ეს სია 10 სტადიონამდე უნდა შემცირდეს. უეფაში განაცხადი შემდეგი სლოგანით გაიგზავნა: ,,ფეხბურთი ყველასთვის. ფეხბურთი სიკეთისთვის. ფეხბურთი მომავლისთვის."

დიდი ბრიტანეთი-ირლანდიის მთავარი მეტოქე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის თურქეთია. უეფამ ევრო 2028-ის და ევრო 2032-ის მასპინძლების ვინაობა მომავალი წლის სექტემბერში უნდა გადაწყვიტოს. თავდაპირველად, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატისთვის აპირებდნენ ბრძოლას, თუმცა მოგვიანებით, მთელი ყურადღება ევრო 2028-ზე გადაიტანეს.

0.06086