ფეხბურთი

16:03 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ კარეუ გადასახადებისგან თავის არიდების გამო დააპატიმრეს

ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯონ კარეუ გადასახადებისგან თავის არიდების გამო 14-თვით დააპატიმრეს. ნორვეგიელ შემტევს ასევე 45,353 ფუნტის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა. მისი სასჯელი შეიძლება გაორმაგებულიყო, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ პრემიერ ლიგის ყოფილი ვარსკვლავი ამ ქმედებას განზრახ ახორციელებდა.



სასამართლოს მიერ გამოტანილ 38-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კარეუს ეს ქმედება დაუდევრობით არის გამოწვეული, თუმცა ამ გადაწყვეტილების დასაბუთება შეუძლებელია, რადგან არსებობს ეჭვი, რომ 43 წლის ფეხბურთელმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ნორვეგიულ საგადასახადო ორგანოებს.

თავად ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ყველაფერს თავის მეგობარს, ადვოკატს და აგენტს აბრალებს. იგი ამბობს, რომ სწორედ მან ურჩია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ამ ადამიანის რჩევამ აიძულა იგი, რომ არ გაემჟღავნებინა თავისი შემოსავლო აქტები.

43 წლის შემტევი ფეხბურთს 15 წლის განმავლობაში თამაშობდა, საიდანაც 3.5 წელი სამშობლოში გაატარა. საერთაშორისო დონეზე ჯონ კარეუ სხვადასხვა დროს ვალენსიას, რომას, ბეშიქთაშის, ლიონის, ასტონ ვილას, სტოკის და ვესტ ჰემის ღირსებას იცავდა. ყველაზე შედეგიანი კი ის ,,ასტონ ვილაში" თამაშის დროს იყო, სადაც ჩატარებულ 113 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103292