კალათბურთი

14:55 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

FIBA-მ საქართველოს ნაკრებიდან თორნიკე შენგელია გამოარჩია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი ფანჯრის შემდეგ FIBA-მ ყველა ქვეყნიდან თითო კალათბურთელი გამოარჩია, საქართველოს ნაკრებიდან კი ყველაზე დიდი ყურადღება თორნიკე შენგელიამ დაიმსახურა.



,,შენგელიამ საქართველოს ნაკრებს თითქმის ორი ფანტასტიური გამარჯვება მოუტანა ამ ფანჯარაზე, თუმცა ისლანდიის წინააღმდეგ მოგებული მატჩიც ქვეყნის ვარსკვლავის დიდი დამსახურება იყო. შენგელია ძალიან კარგი იყო ამ მატჩში, სადაც 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა და საქართველოს ნაკრებს სტუმრად გამარჯვებაში დაეხმარა. აღმოსავლეთ ევროპელებმა კინაღამ ხელიდან გამოგლიჯეს გამარჯვება იტალიის ნაკრებსაც, თუმცა შენგელიამ ბურთი მხოლოდ საფინალო სირენის შემდეგ ჩააგდო. მძიმე ფორვარდმა თბილისური მატჩი 15 ქულით, 6 ასისტით, 4 მოხსნით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა" - წერია FIBA-ს სტატიაში.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ფანჯრის პირველ მატჩში სტუმრად ისლანდია 85:88 დაამარცხა, 3 დღის შემდეგ კი თბილისში, იტალიასთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულით, 84:85 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს ერთი ნაბიჯი აკლიათ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. თუ ისინი მომავალ წელს ნიდერლანდებს და ისლანდიას დაამარცხებენ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსაც მოიპოვებენ, რომელიც 2023 წელს იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

0.114122