მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩებს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
"რეკორდმაისტერის" მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში მანემ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. თავდაპირველად ივარაუდებოდა, რომ სენეგალელი ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა ნაკრების მწვრთნელმა, ალიუ სისემ ის 26-კაციან განაცხადში შეიყვანა. სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მათ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩებში წარმატების მიღწევა მანეს გარეშე მოუწევთ.
სადიო მანემ ზამთარში აფრიკის თასზე ეგვიპტის წინააღმდეგ მატჩში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და გუნდს კონტინენტის თასი მოაგებინა.
სენეგალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში, ნიდერლანდების, ყატარისა და ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველ მატჩს "ტერანგას ლომები" 21 ნოემბერს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პირველი თამაშები თუ გამოტოვა დიდი ალბათობით ტყუილად წაუყვანიათ.რთულ ჯგუფშიც არაა სენეგალი მაგრამ ამის გარეშე მაინც გაუჭირდებათ ჯგუფიდან გასვლა.ყატარი მასპინძელია და შეიძლება ჯგუფიდან გააძვრინონ,ეკვადორიც არაა სენეგალისთვის ხელწამოსაკრავი და ჰოლანდია რაც არ უნდა მზე იყოს სენეგალს მაინც ჯობია