ფეხბურთი

2:53 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფერ ნკუნკუმ ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კრისტოფერ ნკუნკუმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელი მას შემდეგ დაშავდა, რაც მას ფეხში ედუარდო კამავინგამ ჩაარტყა და დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ ნკუნკუს მუნდიალზე თამაში გამოირიცხა.

ის უკვე მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც „მამლებს“ ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ტრავმების გამო მანამდე განაცხადს მიღმა პოლ პოგბა, ნგოლო კანტე, მაიკ მენიო და პრისნელ კიმპემბე დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნკუნკუმ „ლაიფციგის“ მაისურით 17 გოლის გატანა მოახერხა, საფრანგეთის ნაკრებში კი რვაჯერ აქვს ნათამაშები, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.116119