ფეხბურთი

0:29 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები შარჯაში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა.

შარჯაში გამგზავრებამდე, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში კვლავ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს შარჯაში შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მატჩის მასპინძელ სტადიონზე 16 ნოემბერს, 18 საათზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას საფეხბურთო სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115629