პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ორმა ვიდეომ დიდი ყურადღება მიიქცია და ორივეს მთავარი გმირი კრიშტიანუ რონალდუა.
რონალდუ გასახდელში ბრუნო ფერნანდეშს ესალმება, მაგრამ თანაგუნდელი მას საკმაოდ ცივად პასუხს და სწრაფადვე თავს არიდებს, რასაც ცხადია, დიდი რეზონანსი მოჰყვა.
მეორე ვიდეო უკვე ვარჯიშიდან გავრცელდა. ჟოაუ კანსეული ჟოაო ფელიქსის წინააღმდეგ აგრესიულად თამაშობს, რამდენიმე წამის შემდეგ კი მასთან დასამშვიდებლად რონალდუ მივიდა, თუმცა, კანსელუმ კრიშტიანუს თავი ასევე სწრაფად აარიდა.
აღსანიშნავია, რომ რონალდუ და კანსელუ „იუვენტუსშიც“ ერთად თამაშობდნენ, ხოლო ბრუნოს თანაგუნდელი ამჟამად „მანჩესტერშია“.
უცხოური პრესა წერს, რომ პორტუგალიის ნაკრების შიდა ატმოსფერო დაძაბულია. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, პორტუგალია პირველ ტურში 24 ნოემბერს, განის ნაკრებს დაუპირისპირდება.