ჩოგბურთი

22:45 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ვიზის გარანტია მიიღო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ვიზის გარანტია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს შეძლებს.

ჯოკოვიჩი წელს ავსტრალიიდან გააძევეს იმის გამო, რომ კორონავირუსზე აცრის დამადასტურებელი ცნობა არ წარადგინა. ამის გარეშე კი ავსტრალიის ხელისუფლებამ, ქვეყნის საზღვრებს შიგნით შესვლის უფლება არ მისცა. უფრო მეტიც, მას ამ ქვეყანაში შესვლა 2025 წლამდე აეკრძალა.

ტელეარხ ABC-ს ინფორმაციით, იმიგრაციის მინსტრმა ენდრიუ გილსმა ეს აკრძალვა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის შესაძლებლობა ექნება. შესაბამისად, ის დიდი სლემის ტურნირზე თამაშს შეძლებს.

ახლახანს ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილიმ განაცხადა, რომ ჯოკოვიჩს ტურნირზე თამაშის უფლება ექნება, თუ მას ვიზას მისცემენ.

ცნობისათვის, ავსტრალიამ ივლისში გააუქმა მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ქვეყანაში შესვლის მსურველები ვალდებულები არიან, შესაბამის სამსახურებს საკუთარი ვაქცინაციის სტატუსი გააცნონ.

0.11536