საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი მარცხით დაიწყო.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ „ბარსელონეტას“ უმასპინძლა და 8:14 დამარცხდა. თამაში ქართულმა გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 4:2 მოიგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ესპანელებმა მოიპოვეს, დარჩენილი სამივე მეოთხედი მოიგეს და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ.
ამრიგად, „დინამოს“ A ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ქულა არ აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, შინ „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.
„დინამო თბილისი“ – „ბარსელონეტა“ 8:14 (4:2, 2:6, 1:4, 1:2)