„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.
როგორც მან აღნიშნა, ერთი გუნდის გამორჩევა გაუჭირდება და ამიტომ, 4 ფავორიტი აირჩია:
„ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი და შესაძლოა, ინგლისიც. მხოლოდ ერთ გუნდს ვერ ავირჩევ, რადგან ბევრი კარგი გუნდია, ასე რომ ამ ოთხ ფავორიტს დავასახელებ“, - უთხრა ჰოლანდმა ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.