ფეხბურთი

14:50 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ ქვეყნებს მუნდიალის დროს შეიარაღებული კონფლიქტების შეჩერებისკენ მოუწოდა

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ინდონეზიაში გამართულ G20-ის სამიტზე სახელმწიფოების ლიდერებს მსოფლიო ჩემპიონატის დროს შეიარაღებული კონფლიქტების შეჩერებისკენ მოუწოდა.

„ფეხბურთი - ეს სიკეთის ძალაა. იმედი იმისა, რომ ფეხბურთს შეუძლია მსოფლიო პრობლემები მოაგვაროს, გულუბრყვილო არ არის. ვიცით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი სპორტული ღონისძიების ორგანიზებაა. მაგრამ, ვინაიდან ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს, მსოფლიო ჩემპინატი, რომელსაც 5 მილიარდი ადამიანი უყურებს, შეიძლება დადებითი ბიძგიც გახდეს ურთიერთობებში.

რუსეთმა მუნდიალს 2018-ში უმასპინძლა, უკრაინამ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი. შესაძლოა, 2022 წლის ტურნირი მართლაც გახდეს დადებითი ბიძგი პრობლემების მოსაგვარებლად.

ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება მსოფლიო ლიდერებისადმი, ეგებ, მუნდიალის დროს, ერთი თვით ყველა შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდეს. გადადგით პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ. თქვენ მსოფლიო ლიდერები ბრძანდებით და შეგიძლიათ ისტორიის მიმდინარეობაზე იმოქმედოთ.

ფეხბურთი ხომ ერთიანობის უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს მსოფლიოს. მაშ ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და დავასრულოთ კონფლიქტები.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ფიფას პრესსამსახური.

0.146861