13:17 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „უახლოეს ორ-სამ წელიწადში „მანჩესტერს“ ლიდერებში მოხვედრა გაუჭირდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს მიაჩნია, რომ უახლოეს წლებში მის კლუბს გაუჭირდება ტოპ-კლუბებთან კონკურენცია.

„ვფიქრობ, უახლოეს ორ-სამ წელიწადში „მანჩესტერს“ ლიდერებში მოხვედრა გაუჭირდება. ცხადია, კლუბს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ გულშემატკივრები იმსახურებენ იცოდნენ სიმართლე. არის მიზეზები, რომლებიც „მანჩესტერს“ უმაღლეს დონეზე ასვლაში უშლის ხელს და ეს ადამიანური ფაქტორებია.“ - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

14 ნოემბერს რონალდუმ სკანდალური ინტერვიუ მისცა ჟურნალოუსტ პირს მორგანს, სადაც თანაგუნდელები და კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. ჯერჯერობით ინტერვიუს ნაწილი გამოქვეყნდა. მთლიანად ის 16 ნოემებრს გახდება ხელმისაწვდომი.

0.10745