ფეხბურთი

11:24 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ხელფასს უგვიანებდნენ?

კილიან მბაპე რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ყოფნით უკმაყოფილოა, ეს არახალია. ზღაპრული ხელფასის მიუხედავად, ფრანგი კლუბის შეცვლას გეგმავს. ისიც ცნობილი იყო, რომ კილიანი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით გახლდათ უკმაყოფილო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ხელფასსაც უგვიანებდნენ.

L'Équipe წერს: ოქტომბრის დასაწყისში „ბენფიკასთან“ მატჩის წინ, ფორვარდმა შეამჩნია, რომ სექტემბრის ხელფასი ჯერაც არ ჩარიცხულიყო. მბაპემ საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება, მაგრამ ფული ისევ არ ჩანდა. შემდეგ მას მხოლოდ ხელფასის ნაწილი ჩაურიცხეს.

ბოლოს პრობლემა მოგვარდა. კლუბის ხელმძღვანელობამ თავი იმართლა, ასეთები სხვაგანაც ხშირად ხდებაო. მაგრამ მბაპეს მათი აღარ სჯერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118834