ფეხბურთი

10:12 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ სპალეტის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, კონტრაქტს გაუხანგრძლივებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 63 წლის სპეციალისტს ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ურთიერთობა ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს. თუმცა, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, იტალიელ სპეციალისტთან 2025 წლამდე სურს თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 41 ქულით „ნაპოლი“ ცხრილის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116409