ინგლისის მეშვიდე დივიზიონის ბინადარ „ეშტონ იუნაიტედის“ სოციალურ ქსელში პოსტი განთავსდა, რომლის მიხედვით „მანჩესტერ სიტის“ ერლინგ ჰოლანდის ერთი თვით იჯარით გაშვება სთხოვეს.
ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ეს მცდელობა სერიოზული არ ყოფილა და არც რეალობასთან აქვს კავშირი.
„გონივრული იქნება ჰოლანდის იჯარით გაფორმების მცდელობა. „მანჩესტერ სიტის“ მატჩები არ აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ჰოლანდი ფორმაში დარჩეს. ჩვენთან ერთთვიანი იჯარა უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე გოლფის თამაში“, - განმარტა კლუბის პრეზიდენტმა მაიკლ კლეგმა.