ავტოსპორტი

23:31 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესი შიშობდა, რომ რასელი რბოლას ვერ დაასრულებდა

ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლის მიწურულს, „მერსედესს“ გაუჩნდა იმის შიში, რომ ჯორჯ რასელი ფინიშს ვერ მიაღწევდა. გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ბრიტანელის მანქანაზე წყლის გაჟონვა დაიწყო, რასაც შეიძლებოდა გაგრილების სისტემა დაეზიანებინა.

„რბოლის დროს, წყლის გაჟონვა დაფიქსირდა და არც ვიცოდით, ჯორჯი ფინიშს თუ მიაღწევდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას ბოლომდე რბოლის საშუალებას მივცემდით, თუნდაც სისტემა წყლისგან სულ დაცლილიყო“, - ყვება ავსტრიელი, ვინც სან პაულუში არ ჩასულა და რბოლას შინიდან უხელმძღვანელა.

გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ რასელისთვის პრობლემის შესახებ ცნობა არ გადაუციათ. ის ამბობს, რომ ფინიშამდე ოთხი-ხუთი წრით ადრე, შანსი იმისა, რომ რასელი რბოლას ვერ დაასრულებდა, რეალური იყო.

24 წლის პილოტისთვის ეს დიდი გაწბილება იქნებოდა და თან არა პირველი. მან 2020 წელს, კოვიდ-19-ით დაავადებული ლუის ჰამილტონი ბაჰრეინში შეცვალა და მოგების რეალური შანსი ჰქონდა. ის რბოლას ლიდერობდა, მაგრამ გუნდმა პიტსტოპზე შეცდომა დაუშვა და საბურავების სხვა კომპლექტი დაუყენა, რის გამოც, პიტსტოპის გამეორება გახდა საჭირო. რასელმ მეორე ადგილამდე ამოქაჩა და მოგებისთვის ბრძოლაც შეეძლო, მაგრამ საბურავი დაუზიანდა...

„მან ბაჰრეინში გამარჯვებაც დაიმსახურა, მაგრამ ჩვენ დავაღალატეთ. ამ გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა, რადგან ის ამას ორი წლის წინთაც იმსახურებდა“, - ამბობს ვოლფი.

0.132834