კალათბურთი

22:52 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "რთულია ასეთ წაგებაზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელში რჩება"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ იტალიის ნაკრებთან დრამატული მარცხის (84:85) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო წამზე ვერჩაგდებულ ბურთზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ყველაფერი ისევ საქართველოს ხელშია და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ.

„ძნელია ასეთი წაგების შემდეგ ისაუბრო და ანალიზი გააკეთოს. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა გვითხრა, მეტოქეს ორქულიანზე მეტი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით. ბურთიც ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, პირველ რიგში კი - მე. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ ტაიმში.

ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, ყველამ ნახა და ამაზე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად წაგებისა, მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ისევ ჩვენს ხელშია და მომდევნო მატჩებში მიზნის მიღწევა შეგვიძლია, ჯერ არაფერი დასრულებულა“, - თქვა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 4 წაგება აქვს, ჯგუფში მესამე ადგილზეა და თებერვალში დარჩენილ ორივე მატჩს თუ მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა. თუმცა, ორი კონკურენტიც ჰყავს - ისლანდია, რომელსაც ასევე 4 მოგება და 4 წაგება აქვს და უკრაინა, რომლის აქტივში 3 გამარჯვება და 5 მარცხია. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო ტურში ჯერ ნიდერლანდებს ესტუმრება, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია და მერე კონკურენტ ისლანდიას უმასპინძლებს. თავის მხრივ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს.

0.116881