ფეხბურთი

17:38 | 14.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ცვლილებები შეიტანა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შედგენილ განაცხადში ცვლილებები შეიტანა.

„პარი სენ ჟერმენის“ მცველი პრისნელ კიმპემბე მუნდიალზე ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმირებულია და დეშამმა მის ნაცვლად „მონაკის“ მცველი აქსელ დისასი გამოიძახა.

გარდა ამისა, დეშამს პირველად სიაში 25 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული და ფიფას წესდებით მუნდიალზე 26 მოთამაშის წაყვანაა შესაძლებელი. „მამლების“ თავკაცმა ამ ქვოტით ისარგებლა და გუნდში „გლადბახის“ თავდამსხმელი, ლილია ტურამის ვაჟი, მარკუს ტურამი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები კატარში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ითამაშებს და ტიტულის დაცვას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111201